საქართველოს პრემიერმა ვეტერანებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობის გახსნაზე
გიორგი კვირიკაშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობის გახსნაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობის გახსნაში

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვეტერანებს მადლობა გადაუხადა მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებისა და მომავალი თაობებისთვის მომავლის შენების შესაძლებლობისთვის, ნათქვამია მთავრობის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

კვირიკაშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობის გახსნაში მონაწილეობდა.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ სათანადოდ ვერ მივუზღავთ ამ ადამიანებს იმას, რაც მათ გაიღეს ჩვენი ქვეყნისთვის და სახელმწიფო იზრუნებს, რომ ამ მიმართულებით გააძლიეროს საკუთარი ძალისხმევა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულთა ნეშტები - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ომის გმირები სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინა

მისი თქმით, ვეტერანებზე ზრუნვა საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ჩემთვის ცნობილია, რომ მზადდება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დადეს სასწორზე ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ნათელი მომავლისთვის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან სურვილი გამოთქვა, რომ ვეტერანები ჩაერთონ საქართველოს მშენებლობაში და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

მთავრობის მეთაურმა ვეტერანებს ასევე დამდეგი დღესასწაულები მიულოცა.

„მინდა, ყველა თქვენგანს მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და გისურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, ასევე თქვენს ოჯახებს ძალიან ბევრი სიხარული 2018-ში და მრავალჟამიერ“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალ შენობაში მოეწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, რომელიც პრემიერმა სამსახურის უფროს ვლადიმერ იმნაძესა და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად დაათვალიერა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0