08:15 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მიხეილ ჯანელიძე და იენს სტოლტენბერგი

საქართველომ და ნატომ 2019 წელს დაგეგმილ სამხედრო სწავლებებზე იმსჯელეს

© FB / MFA of Georgia
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (104)
23 0 0

ნატოს გენერალურმა მდივანი იენს სტოლტენბერგი მხარს უჭერს საქართველოსა და მის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებს

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველო-ნატოს კომისიის მონაწილეებმა ბრიუსელში განიხილეს თანამშრომლობის, მათ შორის 2019 წელს დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნების საკითხები, აღნიშნულია ალიანსის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

„ჩვენ განვაგრძობთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის რეალიზაციას, რაშიც შთამბეჭდავ პროგრესს ვაღწევთ… ალიანსი ერთგულია საქართველოსთვის იმ რეკომენდაციებისა და ინსტრუმენტების წარდგენისა, რაც აუცილებელია ნატოს შესაძლო წევრობისთვის", — განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, კერძოდ, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის. მან აღნიშნა, რომ საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორია მისიაში იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნატოს წევრი არ არიან.

საქართველო-ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს "ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.

საქართველოსა და ნატოს ურთიერთობით უკმაყოფილოა რუსეთი, რადგან მიიჩნევს, რომ ეს თანამშრომლობა რეგიონში სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საქართველოს ტერიტორიაზე ალიანსის სამხედრო წვრთნების გამო.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (104)
თეგი:
მიხეილ ჯანელიძე

მთავარი თემები