საქართველოს შვეიცარიის პრეზიდენტი ეწვია

© FB / Administration of President of Georgiaსაქართველოს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის პრეზიდენტი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის პრეზიდენტი ეწვია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დორის ლოიტჰარდი ეწვია, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ორდღიანია. დორის ლოიტჰარდის მიღების ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 4 დეკემბერს გაიმართება.

მყინვარწვერი - Sputnik საქართველო
შვეიცარიამ 15 მლნ ევრო გამოყო საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარებისათვის

„უაღრესად მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობაში ეკონომიკური კომპონენტი, შვეიცარიის დახმარება, რომელიც გამოიხატება როგორც კონკრეტული პროექტების განხორციელებაში, ასევე მნიშვნელოვანია თავად ქვეყნის განვითარების ის გამოცდილება, რომელიც შვეიცარიას აქვს“, — განუცხადა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველ არხს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ.

საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტები გამართავენ შეხვედრებს, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატებში დელეგაციების თანხლებით, რის შემდეგაც ქართველი და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

შვეიცარიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.


ყველა ახალი ამბავი
0