თბილისში საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია გაიმართება

© FB / Parliament of Georgiaსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციის მსჯელობის საგანი იქნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მისი ურთიერთობა და ჩართულობა პარტნიორებთან

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას 4-5 დეკემბერს უმასპინძლებს, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ ბრიფინგზე.

საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ევროპარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია „ევროკავშირი და პარტნიორები — მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“   საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ჩატარდება.

„ამ კონფერენციის მსჯელობის საგანი იქნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მისი ურთიერთობა და ჩართულობა პარტნიორებთან, ამ თანამშრომლობის აწმყო და მომავალი. ეს საკითხები დღეს, არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალურია“, — განაცხადა თამარ ხულორდავამ.

თამარ ხულორდავას თქმით, ევროკავშირი არის სტაბილურობის განვითარების, მომავალზე ორიენტირებული სივრცის მაგალითი. ბევრმა უკვე წარმატებით გაიარა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზა, ზოგი, საქართველოს მსგავსად, ახლა დგას ამ გზაზე. 

„ჩვენი საგარეო პრიორიტეტები ყველასთვის ცნობილია. ვიცით, რომ ძალა ერთობაშია. გვესმის, რომ პარტნიორებთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით უფრო კარგად შევძლებთ ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მეტად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების და თავდაცვისუნარიანობის დაცვას, უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას და ამ სტაბილურ გარემოში მეტ პირობებს შევქმნით უკეთესი ეკონომიკური განვითარებისთვის“, — განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტში - Sputnik საქართველო
მიხეილ ჯანელიძის სიტყვა ევროპარლამენტში: ძირითადი აქცენტები

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი.

დისკუსიაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები. წარმოდგენილი იქნება ოცამდე ქვეყნის ეროვნული პარლამენტებისა და ევროპარლამენტის წევრები. პოლიტიკოსებთან ერთად დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 


ყველა ახალი ამბავი
0