მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდება

© REUTERS / Jason Reedაშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მხარდაჭერის გამოხატვას აპირებს

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მინდია ჯანელიძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონის შეხვედრა, ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, დაკემბრის დასაწყისში შედგება, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ნატოს წევრი–ქვეყნებისა და მისი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 5-6 დეკემბერს გაიმართება. განხილვის ძირითადი თემა იქნება ალიანსის „ღია კარის პოლიტიკა“ და ნატოს ასპირანტ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობა.

ტილერსონი შეხვდება ჯანელიძეს, რათა საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოხატოს, აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

სარაკეტო კომპლექსი Javelin - Sputnik საქართველო
უკმაყოფილო მოსკოვი და ბედნიერი თბილისი: უბიძგებს თუ არა აშშ საქართველოს ავანტიურისკენ

საქართველოსა და ნატოს სამხედრო თანამშრომლობა ბოლო დროს სულ უფრო ღრმავდება. გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობით, აშშ საქართველოს 75 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სარაკეტო კომპლექსებს მიჰყიდის. თბილისმა ვაშინგტონს  წინადადებით მიმართა, მიეყიდა Javelin-ის ტიპის 410 რაკეტა და 72 მართვადი გამშვები დანადგარი, მათ შორის, ორი მართვადი გამშვები ბლოკი.

ამასთან, საქართველოსა და ნატოს შორის ასეთი მჭიდრო ურთიერთობა საქართველოს ყველაზე დიდი მეზობლის — რუსეთის შეშფოთებას იწვევს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ რუსეთი მსგავსი სახის სამხედრო დახმარებას აფასებს როგორც „რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურებისკენ“ თბილისის წაქეზებას.

ამავე დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უახლოეს დროს საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის წევრობისთვის საჭიროა სტანდარტების დაკმაყოფილება, მათ შორის, უნდა გატარდეს რეფორმები თავდაცვის ინსტიტუტების განმტკიცების, კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით.

ნატო-საქართველოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო გახდა წევრი პროგრამისა „პარტნიორობა მშვიდობისთვის". 2004 წლის „ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს და ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს "ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.


ყველა ახალი ამბავი
0