მაღალი შეფასებები და ახალი ნაცნობობა: პრემიერი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამიტზე ბრიუსელში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამიტზე ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო კიდევ უფრო მეტის გაკეთებას აპირებს ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, ვიდრე ამას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს

თბილისი, 25 ნეომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და ღონისძიებაზე ჩასულ სახელმწიფოების მეთაურებთან შეხვედრებს მართავს, ნათქვამია მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის განცხადებაში.

კვირიკაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტში. პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა" ევროკავშირისა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული. 

საქართველო ევროკავშირთან უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის არის მზად

ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოწინავე ქვეყნის წარმატებებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დადებითი დინამიკის შესახებ და ორმხრივი თანამშრმოლობის დღის წესრიგზე. აღინიშნა, რომ ევროკავშირთან დაახლოების მიზნით საქართველო მზად არის კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას.

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი
Премьер-министр Грузии Георгий Квирикашвили и президент Еврокомиссии Жаном-Клод Юнкер - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი

ევროკომისიის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული რეფორმები და პრემიერ-მინისტრს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ განსაკუთრებულ პროგრესზე და აღინიშნა ის დადებითი დინამიკა, რომელიც საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივ ურთიერთობებში შეინიშნება. ტუსკმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის საიმედო და სამაგალითო ქვეყანას წარმოადგენს.

მხარეებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატი განიხილეს. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვითარებაში საქართველოს როლს მიესალმება. საუბრისას ხაზი გაესვა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას.

© FB / Giorgi Kvirikashvili საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი
Премьер-министр Грузии Георгий Квирикашвили и президент Европейского Совета Дональд Туск - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირის მიმართ ამბიციური ორმხრივი დღის წესრიგი გააჩნია — 2017-2020 წლებზე გაწერილი სამოქმედო გეგმა, და ქვეყანა იმაზე მეტის გაკეთებას აპირებს ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, ვიდრე ამას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს.

ასევე განიხილებოდა თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში და აღინიშნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის წელს დაწყებული სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობა.

ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის დადებითი დინამიკა

ფინეთის პრემიერ-მინისტრ იუჰა სიპილასთან  (Juha Petri Sipilä) გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში განსახილველ საკითხებსა და სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას.

მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების აქტივიზაციისა და საქონელბრუნვის მზარდი ტენდენციის შესახებ, რომელმაც 2017 წელს 41%-ს გადააჭარბა. ამ კონტექსტში აღინიშნა თბილისში გამართული ერთობლივი ბიზნეს-ფორუმის და ჰელსინკში დაარსებული ქართულ-ფინური ბიზნეს-საბჭოს როლი. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ არსებული დადებითი დინამიკა შენარჩუნდება.

© FB / Giorgi Kvirikashvili საქართველოს და ფინეთის დელეგაციების შეხვედრა ბრიუსელში
Встреча делегаций Грузии и Финляндии в Брюсселе - Sputnik საქართველო
საქართველოს და ფინეთის დელეგაციების შეხვედრა ბრიუსელში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინელ კოლეგას გააცნო ინფორმაცია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის, განხორციელებული რეფორმებისა და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვანი პოზიციების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში კვირიკაშვილი ასევე შეხვდა საფრანგეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრებს ედუარდ ფილიპსა და სტეფან ლევენს, რომლებთანაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ამოცანები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

© FB / Giorgi Kvirikashvili საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი
Премьер-министр Грузии Георгий Квирикашвили и премьер-министр Франции Эдуард Филипп - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი

2009 წელს საქართველო პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე გახდა, რომელიც ევროკავშირისა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული.

საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წლის ივნისში ასოცირების შეთანხმება გააფორმეს, რომლის განუყოფელ ნაწილს თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს. 

2017 წლის 28 მაისიდან ევროკავშირმა შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისათვის ვიზები გააუქმა.


ყველა ახალი ამბავი
0