პრემიერების სმს-ები: რას წერს კვირიკაშვილი პოროშენკოს?

© FB / Giorgi Kvirikashviliპეტრო პოროშენკო და გიორგი მარგველაშვილი
პეტრო პოროშენკო და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტამდე ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრა გამართა

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ეროვნული საფეხბურთო კლუბების წარმატებები ერთმანეთს სმს-შეტყობინებით მიულოცეს, იუწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური უკრაინის პრეზიდენტზე დაყრდნობით.

საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები თითქმის ორი წელია არცთუ საუკეთესო იყო. ურთიერთობებში მთავარი ფაქტორი საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელიც 2015 წელს ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა მაშინ, როდესაც მასზე საქართველოში ძებნა იყო გამოცხადებული. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა სკანდალით დატოვა, მაგრამ მისი ექსტრადირება, როგორც ამას ქართული მხარე ითხოვდა, არ განხორციელდა. ქვეყნებს შორის ურთიერთობების დალაგება 2017 წლის ივლისში პოროშენკოს თბილისში ვიზიტის შემდეგ დაიწყო.

„მოხარული ვარ ჩემს პარტნიორთან და ძვირფას მეგობართან შეხვედრით. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ დღეისათვის ჩვენი ურთიერთობები აქტიურად ვითარდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. ჩვენი პირადი ურთიერთობები, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით საფეხბურთო მატჩის შედეგების მილოცვა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას აქვს უზარმაზარი პერსპექტივები", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
საბარგულში ჩამაგდეს და წამიყვანეს - უკრაინიდან ქართველი ჟურნალისტის დეპორტაცია

პოლიტიკოსების შეხვედრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტამდე ერთი დღით ადრე, ბრიუსელში, ხუთშაბათს შედგა. პროექტი ევროკავშირისა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული.

„მივესალმებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მზარდ ურთიერთობებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ აქ ერთად ვიმყოფებით. ჩვენს ქვეყნებს აქვთ საერთო ამბიციები, ევროპული და ევროატლანტიკური მიზნები, რაც ჩვენს საშინაო და საგარეო დღის წესრიგს განსაზღვრავს. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა განვიხილოთ ჩვენი შემდგომი ურთიერთობები, რომელსაც განვითარების გაცილებით უფრო ფართო და ღრმა პოტენციალი აქვს", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა დაადასტურეს.

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით წელს პირველად იმყოფებოდა

საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 22 ივლისს დაამყარეს. ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია 100-ზე მეტი შეთანხმება ორ- და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ფინანსები, ჯანდაცვა, სპორტი, კულტურა და განათლება.

ყველა ახალი ამბავი
0