მიხეილ ჯანელიძე თურქმენეთს ეწვია

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება ,,ლაპის ლაზულის’’ სახელით ცნობილი სატრანზიტო-სატრანსპორტო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო ევროპა-აზიის დამაკავშირებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის მონაწილე ხდება.

თბილისი, 15 ნოემბერი —Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  თურქმენეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა, ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი თურქმენეთში - Sputnik საქართველო
საქართველო და თურქმენეთი თანამშრომლობას ააქტიურებს

თურქმენეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ავღანეთთან დაკავშირებით მეშვიდე რეგიონალურ ეკონომიკურ კონფერენციაში, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარი მონაწილეობს.

აშხაბადში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას გამართავს თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვთან.

ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება,,ლაპის ლაზულის’’ სახელით ცნობილი სატრანზიტო-სატრანსპორტო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო  ევროპა-აზიის დამაკავშირებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის მონაწილე ხდება.

,,ლაპის ლაზულის’’ მარშრუტის პროექტი ითვალისწინებს ხელმომწერ ქვეყნებს შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობების ხელშეწყობას, რაც გულისხმობს შეთანხმების მონაწილე ქვეყნებში ტვირთისა და მგზავრების დაუბრკოლებელ გადაადგილებას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული აუცილებელი ადმინისტრაციული საკითხებისა და პროცედურების ჰარმონიზაციას და გამარტივებას.

საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 16 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში.

თურქმენეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა უვიზოდ შეუძლიათ, ხოლო ქართული პასპორტით თურქმენეთში შესვლისთვის შესაბამისი ვიზაა საჭირო.

ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0