იზორია პენტაგონში: შეხვედრების მთავარი თემები

© FB / Ministry of Defence of Georgiaჯეიმს მეტისი და ლევან იზორია
ჯეიმს მეტისი და ლევან იზორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ დაეხმარება საქართველოს მომზადების ცენტრის მშენებლობაში და ტექნიკური საშუალებების შეძენაში.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი პენტაგონის ხელმძღვანელ ჯეიმს მეტისსთან შეხვედრით დაიწყო, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში იზორია ასევე თეთრი სახლისა და კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდება.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის ძირითადი თემა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება და რეგიონული განვითარების საკითხები გახდა.

"აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება თავდაცვაზე გამოყოფილი მშპ-ის 2.2%-ით. ეს აჩვენებს თქვენს ვალდებულებას თავდაცვის სფეროს მიმართ. თქვენი სამხედრო რეფორმები კარგად არის განსაზღვრული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების ეფექტურობის გაზრდას და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს", — განაცხადა ჯეიმს მეტისმა.

პენტაგონის ხელმძღვანელმა ავღანეთში მიმდინარე მისიაში მონაწილეობისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო — მისაბაძი ქვეყანაა.

თავის მხრივ იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-თან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდა.

ნატოს სამხედრო ხომალდები ბათუმის პორტში - Sputnik საქართველო
ნატოს ხომალდები ბათუმის პორტში

"ჩვენ ვმუშაობთ გრძელვადიანი დაგეგმვის მექანიზმებზე, რომლებიც სამ-ხუთ წელზეა გათვლილი. ეს სიახლეა ჩვენს ურთიერთობებში. ასევე საგრძნობლად გაიზარდა საგარეო თავდაცვის დაფინანსება საქართველოსთან მიმართებაში და ის ყოველ წელს მზარდია", — განაცხადა იზორიამ.

მისი თქმით, საგარეო სამხედრო დაფინანსების დაუხარჯავი თანხები წელსაც და მომდევნო წელსაც დაიხარჯება.

სამხედრო წვრთნები - Sputnik საქართველო
Agile Spirit 2017: წვრთნების მიმდინარეობის კადრები

"საუბარია 100 მილიონ დოლარზე. ის ძირითადად მოხმარდება ჩვენი შეიარაღებული ძალების წვრთნებსა და აღჭურვას. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია თავდაცვითი მზადყოფნის პროგრამა, რომელსაც შემდეგ წელს ვიწყებთ და სამ წელში 9 ბატალიონის მომზადება იგეგმება. თუ აქამდე ჩვენი შეიარაღებული ძალები ძირითადად საერთაშორისო მისიების ფარგლებში ამოცანების შესასრულებლად გადიოდნენ წვრთნებს, უკვე ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენი ამოცანა იქნება ასევე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება", — განაცხადა იზორიამ.

მისი თქმით, უახლოეს დროს თავდაცვის სფეროში ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება.

"ერთობლივი საბრძოლო მომზადების ცენტრში უდიდესი თანხების ინვესტირება მოხდება, ასევე თანხების ინვესტირება თანამედროვე ტაქტიკური საშუალებების, მათ შორის კავშირგაბმულობის უსაფრთხო სისტემების შესაძენად იქნება გათვალისწინებული. ეს მოგვცემს ჩვენ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო თავდაცვისუნარიანი გახდება", — განაცხადა იზორიამ.

საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა განვითარების ახალ ეტაპზე 2016 წელს გადავიდა, როდესაც ივლისში ქვეყანას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს "საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ".

2016 წლის დეკემბერში თბილისში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად ხელი მოაწერა 2016-2019 წლებში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულებას.

2017 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში აშშ საქართველოში გერმანული ბაზა "ჰოჰენფელსის" ანალოგიური საბრძოლო მომზადების ცენტრს ააშენებს, რომელიც ვაზიანში განთავსდება.

ყველა ახალი ამბავი
0