შიმშილობა მორიგეობით: თბილისის ცენტრში მთავრობის გადადგომას მოითხოვენ

© Sputnik / Levan Avlabreliშიმშილობა პარლამენტის შენობის წინ თბილისში
შიმშილობა პარლამენტის შენობის წინ თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპროტესტო აქცია თბილისში პარლამენტის შენობასთან 17 სექტემბრიდან მიმდინარეობს

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ უკვე 59 დღე მიმდინარეობს შიმშილობა მორიგეობით — ოპოზიციონერები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

„59 დღე ვშიმშილობ. არარეალურია, ხო? მთელი დღე ვარ ყავაზე, ჩაისა და სიგარეტზე", — განაცხადა ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, გადამდგარმა ვიცე-პოლკოვნიკმა აკაკი წიკლაურმა "Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.

წიკლაურის გარდა, პარლამენტის შენობასთან ხუთამდე ადამიანი შიმშილობს. ისეთები, ვინც თავიდან შიმშილობს, რამდენიმე ადამიანია. ამბობს, რომ მოშიმშილეების რაოდენობა გამუდმებით იცვლება. როდესაც ვინმე შეუძლოთ ხდება, ის საავადმყოფოში მიჰყავთ, მის ადგილს კი სხვა იკავებს.

როგორ შეიცვალა საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
როგორი იქნება საქართველოს ახალი მთავრობა

„აქ „სასწრაფო დახმარება" უნდა იდგეს. რატომ არ არიან? საპატრულო პოლიცია აქ არის, „სასწრაფო" კი არა", — აღნიშნა წიკლაურმა.

მოშიმშილეთა მოთხოვნებს შორისაა უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა.

ბოლო დრომდე საქართველოში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა ნებისმიერ უცხოელს შეეძლო. რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა მორატორიუმი გამოაცხადა. გარდა ამისა, უცხოელებზე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვის აკრძალვა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, კონსტიტუციაშიც შეიტანეს. ცვლილებები 2018 წლიდან ამოქმედდება.

„მოვითხოვთ მთავრობის გადადგომას, რადგან მთავრობას არ აინტერესებს, რა ხდება. ისინი არ გამოდიან და არ ინტერესდებიან ჩვენით. ჩვენ ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც ამ მომენტში საქართველოში ხდება. ყიდიან მიწებს, ყველანაირად გავვიწროებენ, ებრძვიან ეკლესიას. მოვითხოვთ, რომ კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად გადადგეს", — განაცხადა წიკლაურმა.

წიკლაურის თქმით, აქცია მანამდე გაგრძელდება, სანამ მთავრობა გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით არ გადადგება.

შიმშილობა მიმდინარე წლის 17 სექტემბერს დაიწყო. უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვის გარდა, „პატრიოტთა ალიანსს" ხელისუფლებისადმი გააჩნია მოთხოვნების სამი ბლოკი: საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარება; "საქართველო-ნატო-რუსეთის" კომისისიის შექმნა და მოსკოვსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგის დაწყება; სოციალური საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც იპოთეკარებსა და სოციალურად დაუცველ პირებს ეხება.

ყველა ახალი ამბავი
0