ბურჯანაძეს თავის გადაცემაში პოზნერმა უმასპინძლა

© Sputnik / Denis Aslanovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროგრამა „პოზნერში" ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა თავისი დამოკიდებულების შესახებ რევოლუციების, სტალინისა და სააკაშვილის მიმართ

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვური ვოიაჟის ფარგლებში ოპოზიციური პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერის საავტორო ტელეგადაცემა "პოზნერის" სტუმარი გახდა.

პირველ ნოემბერს ბურჯანაძე სხვადასხვა სატელევიზიო თოქ-შოუების გადაღებებზე მოსკოვში გაემგზავრა. პარლამენტის ექს-სპიკერი ტელეარხ Россия-ზე გადაცემა "60 წუთის" ორ გამოშვებაში მონაწილეობდა.

"თქვენ როგორც პოლიტიკოსსა და პიროვნებას ძალიან დიდ პატივს გცემთ, ჩემთვის ძალიან საინტერესოა, გარკვეული გამოწვევაცაა თქვენს გადაცემაში მონაწილეობა. მაგრამ ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღე, რომ ამ პროგრამას ძალიან ბევრი ადამიანი უსმენს. მინდა ჩემი თვალსაზრისი მათთან მივიტანო არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, პირველ რიგში რუსეთში", — განაცხადა ბურჯანაძემ, როდესაც პასუხობდა პოზნერის კითხვაზე იმის შესახებ, თუ რატომ დათანხმდა პოლიტიკოსი ამ თოქ-შოუში მონაწილეობაზე.

მანამდე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე სისტემატურად დადიოდა მოსკოვში, როგორც ის ამბობდა, ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარების მიზნით. მედიისთვის ცნობილი ბოლო ვიზიტი მოსკოვში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შედგა, როდესაც ის სახელმწიფო დუმის სპიკერ სერგეი ნარიშკინს შეხვდა და ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილა.

ყველა ახალი ამბავი
0