09:59 21 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საბურთალოს რაიონი

როგორ ნაწილდება საქართველოში ფინანსები პარტიებზე

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
22 0 0

ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნების შედეგების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსება გადაიხედება

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 20 კვალიფიციური სუბიექტის დაფინანსებისთის 9,7 მილიონი ლარია გამოყოფილი, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

კვალიფიციურ სუბიექტად მიიჩნევა პარტია, რომელიც დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს, რადგან ბოლო საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3%-ისა მიიღო.

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებით, ამ მომენტისთვის პარტიების დაფინანსებაზე გამოყოფილი თანხები შემდეგნაირად ნაწილდება:

მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წლიური დაფინანსება 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იღებს 1,1 მილიონ ლარს. ხოლო ოპოზიციური საპარლამენტო პარტია "ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთის" – 946 000 ლარს.

საპარლამენტო პარტიებიდან ყველაზე მცირე დაფინანსებას იღებს ოპოზიციური პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 743 400 ლარზე მეტს.

არასაპარლამენტო პარტიებიდან ბიუჯეტიდან ყველაზე დიდ დაფინანსებას იღებს საქართველოს ექს-სპიკერის, ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება, რომელშიც შედის პარტიები "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" და "დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო". შესაბამისად, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წილზე 997 000 ლარზე მეტი წლიური დაფინანსება მოდის, ხოლო "დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს" წილზე — 241 600 ლარზე მეტი.

შემდეგ მოდის "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია", რომელიც წელიწადში იღებს 598 700 ლარამდე. პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" – 536 600 ლარს.

პარტია "თავისუფალიუ დემოკრატები" – 512 200 ლარამდე. "საქართველოს ლეიბორისტთა პარტია" – 473 000 ლარს.

"საქართველოს კონსერვატორთა პარტია", "რესპუბლიკელები" და "სახალხო ფორუმი" თანაბარ დაფინანსებას იღებენ — თითოეული 236 500 ლარს.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ახალ განკარგულებას გამოსცემს.

მთავარი თემები