13:06 24 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს 2018 წლის დასაწყისში ეწვევა

© Sputnik/ Alexander Sherbak
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (84)
108 0 0

ბელარუსის ლიდერი საქართველოში ჩამოსვლას ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების მიზნით გეგმავს

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში ჩამოსვლას 2018 წლის პირველ ნახევარში გეგმავს. ამის შესახებ ცნობილი გახდა ლუკაშენკოს ბელარუსში საქართველოს ელჩთან, დავით კოტარიასთან შეხვედრის შემდეგ, იუწყება „Sputnik-ბელარუსი" სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ეს ლუკაშენკოს პირველი ვიზიტი არ იქნება საქართველოში — ის თბილისს 2015 წლის აპრილში ეწვია.

„მადლობას ვუხდი თქვენს პრეზიდენტს, მთავრობას საქართველოში მიწვევისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიზიტი ნათელი და სასარგებლო იყოს… ვფიქრობ, მომავალი წლის პირველ ნახევარში გავუმკლავდებით ვიზიტის მომზადებას და ამ მშვენიერ ქვეყანაში ჩამოსვლას კვლავ შევძლებ", — განუცხადა ლუკაშენკომ ქართველ დიპლომატს.

ბელარუსის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვიზიტის შევსება აუცილებელია „კონკრეტული შინაარსით", რათა „საქართველოსა და ბელარუსის ხალხებმა არ თქვან, რომ მხოლოდ ცერემონიულად ვხვდებით".

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროებში.

ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ბელარუსში საქართველოს საელჩო 2007 წელს გაიხსნა. ის მინსკის ცენტრში მდებარეობს. ბელარუსის დიპლომატიურმა მისიამ საქართველოში მუშაობა 2016 წელს დაიწყო.

 

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (84)

მთავარი თემები