10:21 21 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საკრებულო

თბილისის ახალი მოწვევის საკრებულო მუშაობას შეუდგა

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (136)
19 0 0

საკრებულოს სხდომა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულო თავისი უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა. დეპუტატები დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს, ფრაქციებისა და კომისიების შემადგენლობებს დაამტკიცებენ.

სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გახსნა.

„თქვენ წინ გამოწვევებით სავსე მნიშვნელოვანი წლები გელოდებათ. მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში. საარჩევნო კოდექსის თანახმად, პირველი სხდომა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოიწვია, და მე, როგორც კომისიის თავმჯდომარეს, პატივი მაქვს გავხსნა სხდომა", — განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.

შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება დროებით საკრებულოს უხუცეს წევრ ფრიდონ ინჯიას გადაეცა, რომელიც სხდომას წარუძღვა.

თბილისის საკრებულოს არჩევნები 21 ოქტომბრის მერის არჩევნების პარალელურად გაიმართა. მიღებული ხმების თანახმად, საკრებულოში მმართველმა პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ" 40 ადგილი მიიღო. ოპოზიციას კი ათი ადგილი ერგო: "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ხუთი სადეპუტატო მანდატი მოიპოვა, "ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" — სამი, ხოლო "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" — ორი.

თემები:
თბილისი დღეს (136)

მთავარი თემები