საქართველოს „ოსკაროსანი" განათლების მინისტრი ეყოლება

© photo: courtesy of Tbilisi State Universityმიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსანდრე ჯეჯელავას „პროფესორის ოსკარის" მფლობელი შეცვლის.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გახდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგზე.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ განცხადება გააკეთა

საქართველოს განათლების სამინისტროს არა მარტო ახალი ხელმძღვანელი, არამედ ახალი ფუნქციები ექნება: უწყება ახალგაზრდობის საქმეებითაც დაკავდება, რაც აქამდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოვალეობებში შედიოდა. სპორტის ფუნქცია კულტურის სამინისტროს გადაეცა. ჩხენკელი ალექსანდრე ჯეჯელავას ადგილს დაიკავებს, რომელმაც მინისტრთა კაბინეტში მინისტრის პორტფელი დაკარგა.

„მიხეილ ჩხენკელი პროფესიით მათემატიკოსია. მან აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში დაამთავრა დოქტორანტურა. ბატონი მიხეილი 20 წლის განმავლობაში ამერიკის მოწინავე უნივერსიტეტებში სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა. სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ბევრი ჯილდო აქვს მიღებული", — განაცხადა კვირიკაშვილმა ბრიფინგზე.

ჩხენკელმა წარმატებით დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. იყო აკადემიკოს ნიკოლოზ მუსხელიშვილის სტიპენდიანტი. ჩხენკელმა დოქტორანტურა აშშ-ში პენსილვანიის უნივერსიტეტში დაამთავრა, სადაც მას მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიანიჭეს.

20 წლის განმავლობაში ის საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა აშშ-ის უნივერსიტეტებში, პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის, „პროფესორის ოსკარი" – საუკეთესო სწავლებისთვის.

ამერიკულ უნივერსიტეტებში მოღვაწეობისას ჩხენკელი მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
სპორტის სამინისტრო გაუქმდა

ამასთან ერთად ჩხენკელი არის აშშ-ის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჟიურის წევრი, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, Cengage Learning-ის მრჩეველი და ასევე ბარი გოლდვოტერის პრესტიჟული სტუდენტური პრემიის კომიტეტის წევრი.

ჩხენკელი მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის, აშშ-ის მათემატიკური საზოგადოებისა და მათემატიკური ასოციაციის სამეცნიერო კონფერენციებში. ის კითხულობს ლექციებს აშშ-ში, აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები ამერიკის მრავალი წამყვანი უნივერსიტეტის, მათ შორის, ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, იელის, კოლუმბიის, ჩიკაგოს, ნიუ-იორკის პროფესორებთან, ასევე ბრაუნის, კორნელისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტების მეცნიერებთან.

ყველა ახალი ამბავი
0