პირველი საქართველოდან: გიგი წერეთელი ეუთოს პრეზიდენტი გახდა

© FB / OSCE Parliamentary Assemblyგიგი წერეთელი
გიგი წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ოპოზიციონერმა გიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის პრეზიდენტობას დიდი პატივი უწოდა

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულებას ოფიციალურად შეუდგა, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

წერეთელი საქართველოს პირველი წარმომადგენელია, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს. ის ოქტომბერში აირჩიეს. ქართველმა დეპუტატმა ავსტრიის წარმომადგენელი კრისტინ მუტონენი ჩაანაცვლა.

„მე უკვე შევხვდი ადმინისტრაციასა და სამდივნოს. ასამბლეას ბევრი გეგმა და საქმე აქვს, რამდენადაც საკითხები, რომლითაც ეუთოა დაკავებული, ძალიან დიდია. ეს ეხება როგორც კონფლიქტის საკითხებს, ისე მრავალ სხვა თემას — კლიმატის ცვლილებას, მიგრაციას, ტერორიზმს. ეს დიდი ორგანიზაცია და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ჩვენ იმაზე ვმუშაობთ, რომ ეუთო რეგიონში იყოს მეტი მშვიდობა და ურთიერთთანამშრომლობა, ასევე დემოკრატიული განვითარება", — განაცხადა წერეთელმა.

დროშები ეუთოს ლოგოტიპით - Sputnik საქართველო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას

ვიდეომიმართვა „ევროპული საქართველოს" Facebook-გვერდზეა გამოქვეყნებული.

გიგი წერეთელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.

„ვულოცავ ბატონ გიგი წერეთელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობას. საქართველოს წარმომადგენლის მიერ ასეთი მაღალი და საპასუხისმგებლო პოსტის დაკავება ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. ეუთოს განსაკუთრებული მისია აკისრია ევროპის უსაფრთხოებისა და მომავალი კეთილდღეობისათვის, ამიტომაც ასამბლეის დღის წესრიგში საქართველოს პრობლემატიკის გააქტიურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", — ნათქვამია მარგველაშვილის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის მუდმივი წევრი 2008 წელს გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0