რისთვის აღიარეს საქართველო სამაგალითო ქვეყნად ევროპაში

გამოწერა
საქართველო შეუერთდა გლობალურ პროგრამას NOhep Visionaries, რომელიც С ჰეპატიტთან ბრძოლაზეა მიმართული

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ ჰეპატიტის მსოფლიო სამიტზე С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისთვის მაღალი შეფასება მიიღო. სამიტი ბრაზილიაში 1-3 ნოემბერს მიმდინარეობს, აღნიშნულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს Facebook-გვერდზე.

სამიტს ესწრებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

Вакцинация против гепатита - Sputnik საქართველო
სერგეენკო: საქართველოში С ჰეპატიტთან ბრძოლა მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოა

სამიტის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ საქართველო შეუერთდა პროგრამას NOhep Visionaries, რომელიც ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო ალიანსის ეგიდით გლობალური მოძრაობის @NOhep (არა ჰეპატიტს) ფარგლებში ხორციელდება. საქართველოს გარდა პროგრამაშია არიან ბრაზილია, ბანგლადეში, ეგვიპტე, გამბია და მონღოლეთი.

ყველა ეს ქვეყანა ერთი პრინციპით შეირჩა — მათ საკუთარ თავზე აიღეს С ჰეპატიტთან ბრძოლაზე პასუხისმგებლობა.

2016 წელს ამოქმედებული პროგრამა NOhep Visionaries-ის მიზანია ჰეპატიტების კუთხით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიის მხარდაჭერა, რათა დაავადების ახალი შემთხვევები 2030 წლამდე 90%-ით შემცირდეს, ხოლო სიკვდილიანობა — 65%-ით.

NOhep Visionaries არის გლობალური კომპანია, რომელიც მთავრობებს ჰეპატიტთან ბრძოლის ეფექტური მიდგომების გამოყენებაში ეხმარება და გამოცდილებას სხვა ქვეყნებს უზიარებს.

"ჩვენ მოხარულები ვართ ვიხილოთ საქართველო, როგორც NOhep Visionary პროგრამის ევროპული რეგიონის პირველი წარმომადგენელი. ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს ნამდვილად გვჭირდება — ელიმინაციის ჩემპიონმა ქვეყნებმა თქვან "დიახ", —განაცხადა პაციენტთა გლობალური ორგანიზაცია ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსის პრეზიდენტმა ჩარლზ გორმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო სხვა ქვეყნებისთვის შთაგონების წყარო გახდება, რათა ამ დაავადების გავრცელება მსოფლიოში სწრაფად და ეფექტურად მოხდეს.

ტაბლეტები ხელში - Sputnik საქართველო
საქართველო სომხეთს С ჰეპატიტის მკურნალობაში დაეხმარება

გლობალურ მოძრაობასთან მიერთება შესაძლებელია NOhep Visionaries-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ვირუსული ჰეპატიტებისგან ყოველწლიურად მსოფლიოში 1,3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა ამ დაავადების ყველაზე მაღალი გავრცელების მხრივ. 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, С ჰეპატიტით 150 ათასი ადამიანია ინფიცირებული.

საქართველოს მთავრობა С ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. ამისათვის მთავრობამ ამერიკულ კომპანია Gilead Sciences–თან 10–წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, ის ქვეყანას С ჰეპატიტის მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტებით ამარაგებს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ივნისის დასაწყისში ახალი კამპანია დაიწყო სახელწოდებით "განიკურნე". პროგრამა დაავადების უფასო სკრინინგს ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0