საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქისგან მიწვევა მიიღო

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშიილია მეორე და კირილე
ილია მეორე და კირილე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გზავნილი კათოლიკოს-პატრიარქს პირადად გადასცა რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა ილარიონ ალფეევმა, რომელიც ამისთვის ერთი დღით თბილისში იმყოფებოდა.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისგან რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით მიწვევა მიიღო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გზავნილი კათოლიკოს-პატრიარქს პირადად გადასცა რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა ილარიონ ალფეევმა, რომელიც ამისთვის ერთი დღით თბილისში ჩამოვიდა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სადღესასწაულო წირვა მაცხოვრის სახელობის ტაძარში 4 დეკემბერს აღევლინება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
"ედინაია როსიას" დეპუტატი საქართველოში პატრიარქის მოწვევით იმყოფება

ილია მეორესთან აუდიენციაზე საუბარი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესიის განხეთქილების საკითხსაც შეეხო. ილარიონ ალფეევის განცხადებით, რუსეთის მხარე მზად არის სამუშაო ჯგუფი აამოქმედოს, რომელმაც ამ განხეთქილების აღკვეთაზე უნდა იმუშაოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პატრიარქები ილია მეორე და კირილე 2016 წელს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

„აფხაზეთში ახალი არაფერია. ის ჯგუფი, რომელმაც დაიპყრო ახალი ათონის მონასტერი და თავი გამოაცხადა თითქმის ავტოკეფალურ ეკლესიად, პოზიციებს ისევ ინარჩუნებს. დიახ, მათ შორის მოხდა განხეთქილება. ეს ჯგუფი ახლა მოიხსენიებს მსოფლიო პატრიარქს და მათ თავი მიტროპოლიტად გამოაცხადეს, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავარეგულიროთ სიტუაცია. უწმინდეს პატრიარქ კირილესთან თქვენს ბოლო შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთში არსებული სიტუაციის განსახილველად სამუშაო ჯგუფს შევქმნიდით, ჩვენ მზად ვართ შევუდგეთ მუშაობას, იმიტომ რომ იქ ბევრი პრობლემაა, რაც გადაჭრას საჭიროებს", — განაცხადა ილარიონ ალფეევმა პატრიარქთან შეხვედრისას.

ილია მეორის განცხადებით, ის დაესწრება რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეუწყობს.

ილია მეორე და პატრიარქი კირილი - Sputnik საქართველო
ილია მეორემ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიების ურთიერთობას სამაგალითო უწოდა

სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით კი პატრიარქმა აღნიშნა, რომ ვითარება უნდა დარეგულირდეს და ქართული მხარე დეტალებს რუსულ მხარეს შეატყობინებს.

„მე მიყვებოდნენ, რომ მოხდა განხეთქილება ამ ჯგუფს, ბესარიონ აპლიასა და სხვებს შორის. სწორედ ამიტომ უნდა ვიჩქაროთ დავარეგულიროთ სიტუაცია… ჩვენ დავფიქრდებით და პასუხს შეგატყობინებთ", — განუცხადა ილარიონ ალფეევს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

ყველა ახალი ამბავი
0