ნინო ბურჯანაძის მორიგი ვიზიტი მოსკოვში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს არაფორმალური შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე ქართველი დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს სკეპტიკურად უყურებს

ბურჯანაძის თქმით, მისი მორიგი ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში არ არის ოფიციალური და ის მოსკოვში აქტიურ ურთიერთობას ძირითადად მასმედიასთან გეგმავს.

თუმცა „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს არაფორმალური შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი.

„ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით დაფიქსირდეს ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე. გარდა ამისა, ბუნებრივია, გარკვეული არაფორმალური შეხვედრებიც მექნება. არ მაქვს განსაკუთრებული შეხვედრები დაგეგმილი, იმიტომ რომ, გამომდინარე არჩევნების ვითარებიდან და საჩივრებიდან და ა.შ., არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, როდის წავიდოდი", — განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა 2001-2008 წლებში. 2008 წლის გაზაფხულზე ის გადადგა. იმავე წლის ნოემბერში ბურჯანაძე პოლიტიკაში დაბრუნდა და შექმნა პარტია „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო".

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: მოსკოვში წასვლას ვერ ამიკრძალავენ

ოპოზიციური პარტიის ლიდერის სტატუსით ბურჯანაძე ხშირად სტუმრობს მოსკოვს. 2017 წელს, აგვისტოს ომის წლისთავზე მან განაცხადა, რომ მოსკოვში მოლაპარაკებებზე იმდენჯერ ჩავა, რამდენიც საჭირო იქნება. როგორც თავად აცხადებს, ამის მიზანი ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარებაა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0