თამაზ მეჭიაურმა თიანეთში მერის არჩევნები მოიგო

© Sputnik / Levan Avlabreliთამაზ მეჭიაური
თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამაზ მეჭიაურმა მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც აჯობა თავის მთავარ კონკურენტს, მმართველი პარტიის წარმომადგენელს ლელა ქიტესაშვილს

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ხმების დათვლის წინასწარი შედეგების მიხედვით, ოპოზიციონერმა, პარლამენტის ექს-დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა თიანეთში მერის არჩევნები მოიგო.

ოპოზიციური პარტია "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, მანამდე კი "ქართული ოცნებიდან" პარლამენტის დეპუტატმა მერის არჩევნების მოგებისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა პირველივე ტურში მოაგროვა. მეჭიაურმა ხმების 50,01%, ხოლო მმართველი პარტიის წევრმა ლელა ქიტესაშვილმა — 49,99% მიიღო.

თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი, კომპოზიტორი და ჩინოვნიკი — მეჭიაურის ახალი პარტია

თიანეთის 20-ვე საარჩევნო უბანზე ხმები დათვლილია, მაგრამ მაინც ეს ჯერჯერობით წინასწარი შედეგებია. არჩევნების საბოლოო ოფიციალურ შედეგები საჩივრების განხილვის შემდეგ გამოცხადდება.

საქართველოს მოქალაქეები შაბათს ქალაქებისა და რაიონების 64 მერს და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევდნენ.

ხმების დათვლა გრძელდება. ამ დროისათის ცნობილია, რომ მეორე ტური ყაზბეგში გაიმართება. არ არის გამორიცხული მეორე ტურის ჩატარება ოზურგეთში. ყველა სხვა რაიონსა და ქალაქში ჯერჯერობით ლიდერობენ ან უკვე გამარჯვებულები არიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.

თამაზ მეჭიაური

თამაზ მეჭიაური დაიბადა 1954 წლის 1 დეკემბერს თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტაში.

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი.

1977 წელს იყო თიანეთის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ინჟინერი;

1980-1982წწ. თიანეთის 73-ე სპტ სასწავლებლის პედაგოგი;

1982-1984წწ. თიანეთის სასოფლო-სამეურნეო საწარმოო გაერთიანების ეკონომისტ-ბუღალტერი;

1984-1986წწ. თიანეთის აგროსამრეწველო გაერთიანების, ეკონომისტი, რევიზორი;

1986-1991წწ. თიანეთის რაიკავშირის თავმჯდომარე;

1991 წელს თიანეთის რაიონის პრეფექტის პირველი მოადგილე;

1992-1995წწ. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, თბილისის ისნის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსი;

2004 წელს გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსი;

2004-2007წწ. გორის(შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საგადასახადო ინსპექციის უფროსი;

2007 წელს თელავის (კახეთის) საგადასახადო ინსპექციის უფროსი.

1995-2003 და 2012-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი. ბოლოჯერ პარლამენტში "ქართული ოცნებიდან" გავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0