ფოთის მერის არჩევნები გოჩა კურდღელიამ მოიგო

© FB / Gocha Kurdgeliaფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია
ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოჩა კურდღელიას მხარი 9 475-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, ქალაქ ფოთის მერის არჩევნები მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელმა გოჩა კურდღელიამ მოიგო.

ფოთის ყველა 32 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის შემდეგ კურდღელიამ 54,92% მოიპოვა. მას მხარი დაუჭირა 9 475 ამომრჩეველმა.

საარჩევნო ბიულეტენები ურნაში - Sputnik საქართველო
ოპოზიციამ ფოთში 31-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა

მას მოჰყვებიან ვახტანგ დარცმელიძე (ბლოკი "ბაქრაძე, უგულავა — ევროპული საქართველო") და მაკა ჯინჯოლია ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), რომლებმაც ხმების დაახლოებით თანაბარი რაოდენობა მიიღეს.

შაბათს ქალაქებისა და რაიონების მერების და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები გაიმართა. ცესკოში ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.

გოჩა კურდღელია

გოჩა კურდღელია დაიბადა 1965 წლის 24 ივლისს ფოთში.

1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით.

1990-1992 წლებში მუშაობდა ქალაქ სენაკის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში თავიდან ოსტატის, შემდეგ ბუღალტრული აღრიცხვის პედაგოგის თანამდებობაზე.

1992-1997 წლებში ფოთის პორტში ტექნიკოსად (1994 წლამდე), შემდეგ სატვირთო განყოფილების უფროსად მუშაობდა.

1997-2011 წლებში შპს "დოქტრანსშიპმენტ ფოთის" დირექტორი იყო.

2005-2011 წლებში იყო შპს "პრომეტკო ჯორჯიას" და შპს "ჯეესკოს" დირექტორი, ამასთანავე იყო შპს "პრომეტკო ჯორჯიას", შპს "ჯეესკოს", შპს "მეტალექსისა" და შპს "მეტალექს-ტრანსის" დამფუძნებელი.

2006-2010 წლებში ფოთის საკრებულოს წევრი იყო.

2012 წლიდან დღემდე კომპანია Caucasian Metals Terminal-ის დირექტორია, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა.

ყველა ახალი ამბავი
0