თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენები დაიკარგა

© Sputnik / Levan Avlabreliხემბის დათვლა საარჩევნო უბანზე
ხემბის დათვლა საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კობა მახაური მოითხოვს, კომისიის წევრმა ოქმზე ხელი არ მოაწროს, დაწეროს საჩივარი და ამ უბანზე არჩევნები გაბათილდეს.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის 92-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენები დაიკარგა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" (Imedi).

ამ ფაქტის შესახებ ჟურნალისტებს "პატრიოტთა ალიანსის" სამგორის რაიონის მე-14 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კობა მახაურმა განუცხადა.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, ამის შესახებ მას კომისიის წევრმა აცნობა.

"მას შემდეგ, რაც მოვითხოვეთ ადგილზე სიტუაციის გარკვევა, უარი გვითხრეს და არ შეგვიშვეს. ხოლო მოგვიანებით, კომისიის წევრმა შეგვატყობინა, რომ დაკარგული ბიულეტენები იპოვეს "ქართული ოცნების" მაჟორიტარის კანდიდატის პაკეტში", — განაცხადა მახაურმა.

კობა მახაური მოითხოვს, კომისიის წევრმა ოქმზე ხელი არმოაწროს, დაწეროს საჩივარი და ამ უბანზე არჩევნები გაბათილდეს.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

ყველა ახალი ამბავი
0