ლაშა კომახიძე ბათუმის მერი ხდება

© photo: Lasha Komakhidze / FBბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე
ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტიის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ ბათუმის მერის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 55,67% მოიპოვა

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების თანახმად, მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელი ლაშა კომახიძე ბათუმის მერის არჩევნებზე იმარჯვებს.

დილისთვის ცესკომ ბათუმის ყველა 103 უნბის, მათ შორის 1 სპეცუბნის მონაცემები დათვალა. კომახიძემ ხმების 55,67% დააგროვა — მას ხმა მისცა 27 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა.

ხმების დათვლის პროცესი ცესკოში - Sputnik საქართველო
თბილისის მერის არჩევნები: ბოლო მონაცემები

ოპოზიციიდან ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ბლოკ "ბაქრაძე, უგულავა ო ევროპული საქართველოს" კანდიდატებმა ლევან ანთაძემ (24,19%) და პეტრე ზამბახიძემ (6,43%).

"ევროპულ საქართველოს" ოდნავ ჩამორჩება "დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი თენგიზ თავდგირიძე — (6,16%).

შაბათს საქართველოში ქალაქებისა და რაიონების მერების და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები გაიმართა. ცესკო ამომრჩეველთა ხმების დათვლას აგრძელებს.

ყველა ახალი ამბავი
0