თბილისის მერის არჩევნები: ბოლო მონაცემები

© Sputnik / Levan Avlabreliხმების დათვლის პროცესი ცესკოში
ხმების დათვლის პროცესი ცესკოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისში კახა კალაძე ლიდერობს

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ამ დროისთვის თბილისში დათვლილია 737 უბნიდან 586 უბნის მონაცემები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის 51,54%–ით მმართველი პარტია ქართული ოცნების" წარმომადგენელი კახა კალაძე ლიდერობს.

მეორე ადგილზეა ხმათა 17,22%–ით დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი, ხოლო მესამეზე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი – 16,46%.

ცესკო - Sputnik საქართველო
ზოგიერთი თვითმმართველი ქალაქისა და თემის მერების არჩევნებში მეორე ტურია მოსალოდნელი

ელენე ხოშტარიას (ევროპული საქართველო") მიღებული აქვს ხმათა 6,98%, ირმა ინაშვილს (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი") – 2,99%, გიორგი ვაშაძეს (ახალი საქართველო") – 1,96%, ხოლო კახა კუკავას (დემოკრატიული მოძრაობა") – 1,27%.

დანარჩენი კანდიდატების მონაცემები 1%–ს არ აღემატება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში გუშინ, 21 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს ქართული ოცნება". ზოგიერთ თვითმმართველ ქალაქსა და თემში მერების ასარჩევად, შესაძლოა, მეორე ტური გახდეს საჭირო.

თბილისში მერის თანამდებობისთვის 13 კანდიდატი იბრძოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0