ზოგიერთი თვითმმართველი ქალაქისა და თემის მერების არჩევნებში მეორე ტურია მოსალოდნელი

გამოწერა
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა მეორე ტურის ჩატარება გახდეს საჭირო ზოგიერთი თვითმმართველი ქალაქის მერისა და თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველი ქალაქების მერებისა და თვითმმართველი თემების მერების არჩევნებში ძირითადად ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა ზოგან შეიძლება მეორე ტურის დანიშვნა გახდეს საჭირო, რადგან კანდიდატებს აუცილებელი ხმების რაოდენობა – 50% არ აქვთ მიღებული.

მაგალითად, მეორე ტური შესაძლოა საჭირო გახდეს ქუთაისში, სადაც მმართველი პარტიის წარმომადგენელს გიორგი ჭიღვარიას ხმათა 48,87% აქვს, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს – 27,18%.

ხმების დათვლა არჩევნებზე - Sputnik საქართველო
ცესკომ არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა

თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურის ჩატარება, სავარაუდოდ, საჭირო გახდება ხაშურში – ქართული ოცნების" წარმომადგენელი გიორგი გურასპაშვილი – 41,37%, დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე – 18,8%.

ასევე ბორჯომში – ქართული ოცნების" წარმომადგენელი ლევან ლიპარტია – 45,3%, ხოლო საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი ზაზა ჩაჩანიძე – 35,47%.

მეორე ტურია მოსალოდნელი ოზურგეთშიც – ქართული ოცნების" კანდიდატი ბეგლარ სიორიძე – 43,99%, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე – 41,07%; ხოლო მარტვილში ქართული ოცნების" კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 48,07% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე ხმათა 35,75%-ით ერთაინი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მამუკა დანელია გავიდა.

საქართველოს მოქალაქეები 21 ოქტომბერს ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0