ცესკომ არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა

© Sputnik / Levan Avlabreliხმების დათვლა არჩევნებზე
ხმების დათვლა არჩევნებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასაწარი მონაცემებით, კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 51,4% დააგროვა

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ცესკომ გამოაცხადა 21 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემები.

სულ 737 უბნიდან 03:00 საათისთვის მონაცემები დათვლილია 165 უბანზე, რაც დაახლოებოთ 22,39 %-ს შეადგენს. ჯერჯერობით ცნობილია პირველადი მონაცემები თბილისის და თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნების მიხედვით. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

თბილისი, მერის არჩევნები:

ელენე ხოშტარია — 7.39%

კახა კუკავა — 1, 26%

ზაალ უდუმაშვილი — 16.68%

ირმა ინაშვილი — 3.27%

გიორგი გუგავა — 0.98%

დავით შუკაკიძე — 0,07%

გიორგი ლილუაშვილი — 0,08%

ნიკოლოზ სანებლიძე — 0.05%

თენგიზ შერგელაშვილი — 0,26%

გიორგი ვაშაძე — 1.85%

ლაშა სტურუა — 0,11%

კახა კალაძე — 51.4%

ალექსანდრე ელისაშვილი — 16.6%

თვითმმართველი ქალაქის მერი:

რუსთავი — ირაკლი ტაბაღუა ("ქართული ოცნება") – 53,53%, ზურაბ მაისურაძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") – 20,22%;

ქუთაისი — გიორგი ჭიღვარია ("ქართული ოცნება") – 48,62%, გრიგოლ ვაშაძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") – 27,16%;

ფოთი — გოჩა კურდღელია ("ქართული ოცნება") – 55,19%, ვახტანგ დარცმელიძე (წარმდგენი — ბაქრაძე, უგულავა — ევროპული საქართველო) – 15%;

ბათუმი — ლაშა კომახიძე ("ქართული ოცნება") – 54,86%, ლევან ანთაძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") – 25,86%.

საქართველოს მოქალაქეები 21 ოქტომბერს ქალაქებისა და რაიონების 64 მერს და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევდნენ. მთავარი ბრძოლა დედაქალაქისთვის მიმდინარეობდა, სადაც მერის პოსტზე 13 კანდიდატი იბრძოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0