ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის სულ 5 საჩივარია შესული

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო უბანი
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჩივრები კენჭისყრის მსვლელობისას პროცედურულ დარღვევებს ეხება.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსვლელობისას სულ ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში 5 საჩივარი შევიდა, ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტს N70 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სალომე როდონაიამ განუცხადა.

საჩივრების დიდი ნაწილი კენჭისყრის მსვლელობისას პროცედურულ დარღვევებს ეხება. მისი განცხადებით, აღნიშნულ დარღვევებს ფოთის საარჩევნო ოლქში შედეგებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. 

საქართველოს მოქალაქეები დღეს ირჩევდნენ ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს. არჩევნებში მონაწილეობდა 22 პარტია და 5 საარჩევნო ბლოკი, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები.

სულ ფოთში რეგისტრირებული იყო 41 233 ამომრჩეველი, ხმა მისცა 18 578 ამომრჩეველმა, რაც 45,06%-ს შეადგენს. ფოთში სულ 32 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა.

 

ჯემალ ღამბაშიძე


ყველა ახალი ამბავი
0