ცესკო: 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 36,7% შეადგინა

© Sputnik / Levan Avlabreliცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 1,2 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნებზე 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 36,7% შეადგინა, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო: 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29,84% შეადგინა

არჩევნებში ამ დროისათვის 1 262 809 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ამომრჩევლის საერთო რაოდენობა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია, 3 440 123-ია.

ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ყველაზე დიდი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა — 53,4%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა შიდა ქართლში — 31,5%.

საქართველოს მოქალაქეები შაბათს ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ. თვითმმართველობის არჩევნებში 22 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ.

ყველა ახალი ამბავი
0