მარნეულში შსს-ს დამატებითი ძალებია მობილიზებული

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია შიდა ქართლში
პოლიცია შიდა ქართლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს პოლიცია მარნეულში შექმნილ ვითარებას აკვირდება.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს მარნეულში საქართველოს შსს-ს დამატებითი ძალები მობილიზებულია ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სამინისტროზე დაყრდნობით.

შსს-ს საპოლიციო ძალების მობილიზების შესახებ ინფორმაცია თავიდან ქართულმა მასმედიამ გაავრცელა. მათი მონაცემებით, სპეციალური დანიშნულების რაზმები მარნეულში ავტობუსებით ჩაიყვანეს. სპეცრაზმი შენიშნეს ასპინძის რაიონშიც.

არჩევნები - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია ვითარების დაძაბვაში დაადანაშაულა

„ეს სპეცრაზმი არ არის, უბრალოდ, პრევენციის მიზნით პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა“, — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას ამომრჩეველთა ხმები და არჩევნების დროს არ დაუშვას სამართალდარღვევები.

მარნეულის რაიონი წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. სოფელ ყიზილაჯლოში პარასკევს, ღამით უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბთან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიჭრა ხუთი ადამიანი, რომელთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სოფელ ყიზილაჯლოში ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც, რა დროსაც მოხდა მასობრივი ჩხუბი და დაშავდნენ პოლიციელებიც. ვითარების განმუხტვა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა. მაშინ მომხდარ ფაქტზე ექვსი ადამიანი დააკავეს.

დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საქართველოს მოქალაქეები შაბათს ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ.

ყველა ახალი ამბავი
0