ცესკო: 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29,84% შეადგინა

© Sputnik / Levan Avlabreliცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 1 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო.

თბილისი, 21 ოქტომბერი— Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნებზე 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29,84% შეადგინა, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო: 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 16,5% შეადგინა

არჩევნებში ამ დროისათვის 1 026 430 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ამომრჩევლის საერთო რაოდენობა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია, 3 440 123-ია.

ცესკოს ინფორმაციით, 15:00 საათისათვის ყველაზე დიდი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა — 46%.

დღეს საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ. არჩევნებში 22 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები იღებენ მონაწილეობას.

ყველა ახალი ამბავი
0