საქართველოს მმართველმა პარტიამ არჩევნებზე ყალბი დამკვირვებლები გამოავლინა

გამოწერა
„ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში საარჩევნო უბანზე გამოავლინა პირები, რომლებსაც ყალბი მოწმობები აქვთ და ისინი არჩევნების პროცესისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ ოპონენტები — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა იმაში, რომ მათი წარმომადგენლები ქუთაისის №59 საარჩევნო ოლქის №125 საარჩევნო უბანზე ყალბი მოწმობით იმყოფებიან, თითქოს ისინი კომპანია „პრესმედიას“ წარმოადგენენ.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო: „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები კანონს არ არღვევენ

„ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქის 125-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებიან პირები, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზაცია „პრესმედიას“, თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბაზაში გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს პირები დარეგისტრირებული არიან როგორც დამკვირვებლები. შესაბამისად, ირკვევა, რომ ისინი ყალბი მოწმობებით იმყოფებიან უბანზე და ცდილობენ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები არიან. მოვუწოდებ ყველას, გადაამოწმონ ეს ინფორმაცია“, — განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია  Imedi-ს ეთერში.

საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ.

ყველა ახალი ამბავი
0