თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 10:00 საათისათვის ხმა საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 6,74%-მა მისცა, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.
„ყველა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება. 10 საათისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ 6%, რაოდენობრივად 231 736 ამომრჩეველი შეადგინა“, — განაცხადა ანა მიქელაძემ.
© Sputnik / Maria Tsimintiaადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურები
© Sputnik / Maria Tsimintia