საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არჩევნებზე ხმა მისცა

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა თავის ოჯახთან ერთად თბილისის მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს დილიდან თავისი მოქალაქეობრივი ვალდებულება ოჯახთან ერთად საბურთალოს 24-ე საარჩევნო უბანზე მოიხადა. 

„ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ. სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია და სადაც არის ძალიან მაღალი ეკონომიკური დინამიკა. სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება და სადაც სიცოცხლე ჩქეფს. მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“, — განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანთან ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ.

საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები დაარეგისტრირა.

64 საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატებისთვის გამოყოფილ 1 088 ადგილზე პრეტენდენტი 4 727 კანდიდატია. დანარჩენ ადგილებს ის კანდიდატები დაიკავებენ, რომლებიც პარტიული სიით გავლენ.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე 18 წელი აქვს შესრულებული.

ყველა ახალი ამბავი
0