ცესკო: საქართველოში არჩევნები დროულად დაიწყო

© REUTERS / David Mdzinarishviliარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო – ყველა საარჩევნო უბანი დროულად, 8 საათზე გაიხსნა, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო: საარჩევნო უბნები შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება

საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.

„დღეს ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა. კენჭისყრა მშვიდ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს", – განაცხადა მიქელაძემ.

ცესკოს საინფორმაციო ცენტრი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ნებისმიერ მოქალაქეს არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შეუძლია ტელეფონის ნომერზე – 2 51 00 51, ასევე ონლაინ–ჩატის საშუალებით ვებ-გვერდზე www.cesko.ge, დასძინა მან.

ყველა ახალი ამბავი
0