08:21 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საკონსტიტუციო რეფორმა (76)
37 0 0

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თავდაპირველ ვარიანტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 7 კი წინააღმდეგ წავიდა.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტო და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტი დაამტკიცა.

თავიდან დეპუტატებმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი 8 პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 110- მა მისცა ხმა. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თავდაპირველ ვარიანტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 7 კი წინააღმდეგ წავიდა.

პრეზიდენტის მოთხოვნების ჩამონათვალშია საპარლამენტო არჩევნების 2020 წლიდან პარტიული სიებით გამართვა, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება მხოლოდ ორპალატიანი პარლამენტის შექმნის შემდეგ, კონსტიტუციაში აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის სტანდარტების დაზუსტება და კვორუმის დაწევა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საკონსტიტუციო არჩევნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

ჩამონათვალში ასევე შესულია 2024 წლიდან „ბონუსების სისტემის" დანერგვაზე უარის თქმა და არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობაზე თანხმობა. ეს არის სწორედ ის საკითხები, რომელთა მიმართ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" მზად იყო დათმობაზე წასულიყო, მაგრამ პრეზიდენტისა და ოპოზიციისთვის ეს მცირე აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში საპარლამენტო უმრავლესობამ ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტი დაამტკიცა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები ქვეყნის მთავარი კანონის განახლებულ ვარიანტს წარმოადგენს.

კონსტიტუციის ერთ-ერთ მთავარი ცვლილება ქორწინების ცნება გახდა. ახალ ვერსიაში ნათქვამია, რომ საქართველოში ქორწინებად მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი მიიჩნევა. ცვლილებების თანახმად, საქართველოში მოქალქეობის ჩამორთმევა აიკრძალა.

ცვლილებების ძირითადი ნაწილი შეეხო კონსტიტუციის ორ თავს — პარლამენტისა და პრეზიდენტის შესახებ. კერძოდ, იცველბა დეპუტატთა არჩევის წესი — შერეული სისტემა პროპორციულმა შეცვალა. ამიერიდან დეპუტატებს მხოლოდ და მხოლოდ პარტიული სიების მიხედვით აირჩევენ.

შეიცვალა არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში ადგილების განაწილების პრინციპი. კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ გაუნაწილებებელი ადგილების გასანაწილებლად ამოქმედდება ბონუსების სისტემა, რომელშიც პრიორიტეტი ყველაზე მეტი მიღებული ხმების მქონე პარტიას ენიჭება.

ფართოვდება იმ პირთა სია, რომელთა იმპიჩმენტის გამოცხადების უფლება აქვს პარლამენტს — პრეზიდენტის, მთვარობის წევრისა და გენერალური აუდიტორის გარდა, მასში შევიდნენ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები და გენერალური პროკურორი.

პრეზიდენტის შესახებ თავში მთავარი ცვლილება პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება გახდა. გარდა ამისა, უქმდება პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო და ფართოვდება საკითხთა ნუსხა, რომლებიც პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებას მოითხოვს.

ამასთან პრეზიდენტი რჩება მთავარსარდალი, მას რჩება მსჯავრდებულთა ამნისტიისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების უფლება.

რაც შეხება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ძირითად ცვლილებას წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის შესაძლებლობა, რომელიც მას პარლამენტის წინაშე მინისტრთა კაბინეტის ნდობის საკითხის დაყენებას აძლევს.

ცვლილებას ასევე წარმოადგენს კონსტიტუციაში „გენერალური პროკურატურის" როგორც სასამართლო ხელისუფლების ნაწილის ცნების შემოღება.

ამასთან კონსტიტუციის პროექტის გარდამავალ მუხლებში მითითებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ამჟამად არსებული სისტემით ჩატარდება, ხოლო 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი კენჭისყრის წესით 6 წლის ვადით აირჩევა. ამ დროს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 3%-ს შეადგენს.

საქართველოს განახლებული კონსტიტუცია ძალაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა.

თემები:
საკონსტიტუციო რეფორმა (76)

მთავარი თემები