საქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ესპანეთში კრიზისი კონსტიტუციის ჩარჩოში დიალოგის გზით დარეგულირდება.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კატალონიაში ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმი 1 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც ხმის უფლების მქონე 5,3 მილიონი კატალონიელისგან 2,2 მილიონზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. რეფერენდუმში მონაწილე 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაიჭირა. რამდენიმე უბანზე პოლიციასა და კენჭისყრაში მონაწილეთა შორის შეტაკება მოხდა, ორივე მხრიდან არიან დაზარალებულები.

ადამიანები აღნიშნავენ კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგებს - Sputnik საქართველო
კატალონიის დამოუკიდებლობა: პუჩდემონის განცხადება

„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას… იმედს გამოვთქვამთ, რომ კრიზისი დარეგულირდება დიალოგის გზით და ესპანეთის ხელისუფლება შეძლებს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას და ამით გარანტირებული იქნება ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები", — ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

მადრიდი რეფერენდუმს არალეგიტიმურად მიიჩნევს, მაშინ, როდესაც ბარსელონაში განაცხადეს, რომ პლებისციტს კანონიერი ძალა ექნება. დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჯერ კიდევ მის გამართვამდე იყო ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული.

სახელმწიფო მეთაურის, ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ის განცხადებით, კატალონიის მთავრობამ უკანონო რეფერენდუმის გამართვით დაუმორჩილებლობის დემონსტრირება მოახდინა იმისთვის, რათა „ესპანეთის ერთიანობა დაირღვეს".

ყველა ახალი ამბავი
0