08:17 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ჯეიმს აპატურაი

აპატურაი: ნატო მეზობელ ქვეყნებთან აქტიურად უნდა მუშაობდეს

© Sputnik/ Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ნატო (27)
16 0 0

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოში უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე ალიანსის მეზობელ ქვეყნებთან აქტიური მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მიმაჩნია, რომ მეზობელ ქვეყნებთან აქტიურად უნდა ვიმუშავოთ, რადგან მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა ნატოს წევრი ქვეყნების სტაბილურობას ნიშნავს", — განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, ორგანიზაციის პრიორიტეტს წარმოადგენს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაბამისი სტანდარტების მქონე ქვეყნებთან თანამშრომლობა. მაგალითის სახით მან ბალტიის ქვეყნები მოიყვანა.

„ბალტიის ზღვის რეგიონში აღნიშნული პროცესი უფრო განვითარებულია, ვინაიდან იქ ეს პროცესი ადრე დავიწყეთ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უფრო უსაფრთხოდ მაშინ ვართ, როდესაც ჩვენი მეზობლები სტაბილურად არიან. ამიტომ ჩვენ სტაბილური ქვეყნები გვჭირდება. რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოც, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა", — განაცხადა აპატურაიმ.

სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 25 წლის წინ, როდესაც ალიანსი მოკავშირე ქვეყნებისთვის სტანდარტებს აყალიბებდა, სავარაუდოდ, არავინ ფიქრობდა, რამდენად პრიორიტეტული გახდებოდა ეს სტანდარტები.

მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თანამშრომლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, მასაც საკუთარი სტანდარტები გააჩნია. მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის სტანდარტები ნატოს სტანდარტებისთვის და ჩვენი განვითარებისთვის ძალაინ მნივნელოვანია. ამიტომ ჩვენ პარტნიორები ვართ და ჩვენ ერთმანეთთან მუდმივი დიალოგი სწორედ იმ საკითხებში გვჭირდება, რომლებსაც დღეს განვიხილავთ, რადგან ჩვენ საერთო ინტერესები გვაერთიანებს", — განაცხადა აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაიმ თანამედროვე მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობასაც შეეხო.

"ჩვენ პრიორიტეტს ევროპის ტერიტორიის უსაფრთხოება წარმოადგენს, და ამიტომაც გვჭირდება ჩვენი თავდაცვის პოზიციების გაძლიერება. მინდა განვაცხადო, რომ უსაფრთხოების კუთხით ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. ჩვენი შეიარაღება უკვე სამჯერ გაიზარდა", — განაცხადა აპატურაიმ.

წელს საერთაშორისო ფორუმის საპანელო განხილვები შემდეგ თემებს ეხება: ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ, ტოტალური თავდაცვა, ჰიბრიდული და ასიმეტრიული საფრთხეები, ევროპული უსაფრთხოების მომავალი და უსაფრთხოების ცვალებადი გარემო შავი ზღვის რეგიონში.

აპატურაის გარდა, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ნატოს „მტკიცე მხარდაჭრის" მისიის მეთაური, გენერალი ჯონ ნიკოლსონი, ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდს ბერგმანისი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ნურეთინ ჯანიქლი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და სხვა.

 

თემები:
საქართველო - ნატო (27)

მთავარი თემები