საქართველოს პრემიერმა ჭანტურიას ევრომოსამართლედ არჩევა მიულოცა

© FB / Lado Chanturiaლადო ჭანტურია
ლადო ჭანტურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ლადო ჭანტურია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე თავის წვლილს შეიტანს ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლადო ჭანტურიას საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა.

ჭანტურია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ ცხრა წლით აირჩიეს. ის მოვალეობის შესრულებას არაუგვიანეს სამი თვის შემდეგ შეუდგება. ახალი მოსამართლის უფლებამოსილების ძალაში შესვლამდე მის მოვალეობებს ნონა წოწორია შეასრულებს, რომლის უფლებამოსილების ვადა უკვე ამოიწურა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტაბ-ბინა სტრასბურგში - Sputnik საქართველო
ლადო ჭანტურია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე გახდა

"მან თავისი ცოდნით, გამოცდილებითა და რეპუტაციით დამსახურებულად მოიპოვა ეს მაღალი სტატუსი… სასიხარულოა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში ჩვენ ქვეყანას წარმოადგენს მაღალი რანგის პროფესიონალი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში. მჯერა, რომ სტრასბურგის სასამართლოში ლადო ჭანტურიას საქმიანობა კიდევ უფრო ცხადყოფს დასავლური ღირებულებებისადმი ჩვენს ერთგულებას", — აღნიშნულია კვირიკაშვილის Facebook-გვერდზე განთავსებულ კომენტარებში.

პრემიერმა ჭანტურიას წარმატებები უსურვა, ხოლო დანარჩენ კანდიდატებს ევრომოსამართლის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ჭანტურია ამ თანამდებობაზე საქართველოდან წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი იყო. მის გარდა კანდიდატები იყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი და მოქმედი მოსამართლეები ოთარ სიჭინავა და ლალი ფაფიაშვილი.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის კანდიდატებს სპეციალური კომისია არჩევდა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავმჯდომარეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0