თბილისში სუამის იუბილე აღინიშნება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში გამართული შეხვედრის შედეგების მიხედვით ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ თბილისში, სადაც საერთაშორისო ორგანიზაცია სუამის შექმნის 20 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო მინისტერიალი გაიხსნა.

წელს საქართველო სუამის თავმჯდომარე ქვეყანაა. შეხვედრის შედეგების მიხედვით ერთობლივი დეკლარაციის მიღება იგეგმება.

„ამ ორგანიზაციამ ასევე შეძლო საკუთარი პოზიცია დაემყარებინა საერთაშორისო ფორმატებში, განევითარებინა სავაჭრო ეკონომიკური მიმართულება, სატრანსპორტო კავშირები, უწყებათაშორისი და სექტორალური თანამშრომლობა. დღეს ძალიან ბევრ სექტორში აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა", — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის ეთერში.

დამოუკიდებლობის მოედანი კიევში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი სუამის წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურებს შეხვდება

ორგანიზაციის მონაწილეებს გააჩნიათ საერთო ხედვა, რომელიც უკავშირდება თანამშრომლობიდან უფრო მეტ ქმედებაზე გადასვლას, რათა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო ძლიერი სუამი შეიქმნას, განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სუამი წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია მეგობარი ქვეყნების მიერ, რომელთაც მეტი სტაბილურიბისა და განვითარების მიზნით საერთო ინტერესები და ხედვა გააჩნიათ.

სუამი — დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული ორგანიზაციაა. დაფუძნდა 1997 წელს საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას მიერ. 1999 წლიდან 2005 წლამდე ორგანიზაციაში ასევე უზბეკეთი შედიოდა. იმ პერიოდში ორგანიზაციის სახელწოდება იყო სუუამი.

ბოლო შეხვედრა სუამის ფარგლებში 2017 წლის მარტში კიევში საქართველოს თავმჯდომარეობით გაიმართა.

წესდების მიხედვით, სუამის ძირითად მიზნებს წარმოადგენს სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველყოფა, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება, ევროინტეგრაციის გაღრმავება, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაფართეობა, სოციალურ-ეკონომიკური, სტრანსპორტო, ენერგეტიკული, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული პოტენციალის განვითარება, ურთიერთინტერესთა სფეროებში თანამშრომლობის აქტივიზაცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0