პრეზიდენტის მომავალი ვეტოს დეტალები ცნობილია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დადებას საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილებზე აპირებს, რომლებიც ეხება პარლამენტში ადგილების განაწილებისას ბონუსების სისტემას, არჩევნებზე საარჩევნო ბლოკების დაშვების გაუქმებას, საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვადებსა და პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციამ და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მიმართ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კომპრომისული წინადადება შეიმუშავეს, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ტელეარხ „იმედის“ (Imedi) ეთერში.

საქართველოს პარლამენტმა 26 სექტემბერს რიგგარეშე სხდომაზე საბოლოო მოსმენით მიიღო განახლებული კონსტიტუციის პროექტი, რომელიც პრეზიდენტმა, ავტორიტეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მკვეთრად გააკრიტიკეს. პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელშიც საკონსტიტუციო უმრავლესობას „ქართული ოცნება" წარმოადგენს, პრეზიდენტმა ერთპარტიული უწოდა.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმეთვიანი კამათის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და უმრავლესობა კონსენსუსს მიუახლოვდნენ. ოთხშაბათს ისინი მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდნენ, რის შემდეგ ყველამ ერთხმად განაცხადა, რომ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია. ხუთშაბათს პრეზიდენტმა ოპოზიციასთან კონსულტაციები ჩაატარა.

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
„ოცნება“ და გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის თაობაზე კონსენსუსს მიუახლოვდნენ

„ოპოზიციამ და პრეზიდენტმა ახალი კომპრომისული შეთავაზება ჩამოაყალიბეს უმრავლეობის მიმართ. ეს ასევე ვენეციის კომისიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის დოკუმენტი უნდა მიიღებოდეს არა მხოლოდ ერთი პარტიის მიერ. პირველი ორი საკითხი ამ შეთავაზებისა იქნება ის საკითხები, რომლებიც უმრავლესობამ მოითხოვა. ეს არის ბონუსების აკრძალვა და ბლოკების დაშვება. პირდაპირ იქნება გადმოტანილი უმრავლესობის თხოვნა პრეზიდენტის ვეტოში“, — განაცხადა დოლიძემ.

კომპრომისის სახით „ქართულმა ოცნებამ“ მანამდე შესთავაზა პრეზიდენტს, ვეტოს უფლება მხოლოდ ორი პუნქტის მიმართ გამოეყენებინა.

დამტკიცებული კანონპროექტის მიხედვით, უნდა ამოქმედდეს სისტემა, რომელიც გაუნაწილებელი ადგილების განაწილებას იმგვარად ითვალისწინებს, რომ პრიორიტეტი ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლების აკრძალვა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების (2020) შემდეგ უნდა მოხდეს.

დოლიძის თქმით, მესამე საკითხი ეხება არჩევნების პროპორციულ სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლას. ცვლილებებით ეს მხოლოდ 2014 წელს არის გათვალისწინებული.

„დღეს უმრავლესობის ბევრი წევრი ამბობს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წელს უნდათ. მაგრამ რამდენიმე მაჟორიტარი უმრავლესობის შიგნით ასეთ საშუალებას არ იძლევა. ამ შემთხვევაში, და ეს პრეცედენტულია, რასაც ახლა ვიტყვი, თავად ოპოზიცია თავისი ოპოზიციური ხმებით — ეს არის 35 დეპუტატი — ეხმარება უმრავლესობას მიიღოს პრინციპული, და არა პარტიული გადაწყვეტილება“, — განაცხადა დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
კონსტიტუციის მეხუთე მოდელი და ყველაზე სწრაფი კანონმდებელი ერი მსოფლიოში

დოლიძის თქმით, მეოთხე პუნქტი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების შენარჩუნებას ეხება. ცვლილებების თანახმად, 2018 წელს პრეზიდენტი 6 წლის ვადით პირდაპირი კენჭისყრით აირჩევა, ხოლო შემდგომში ეს ხმოსნების პრეროგატივა გახდება.

„შეუძლებელია, რომ რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ გადაუხვიოს ხალხის ნებას. ხალხის ნება არის პირდაპირი არჩევნები. თუმცა, გვესმის უმრავლესობის შეთავაზება, ის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს ხშირად არაპირდაპირი წესით აირჩევენ. შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ უმრავლესობას, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის საკითხი გადაწყდეს მას შემდეგ, რაც საქართველოში შეიქმნება ორპალატიანი პარლამენტი. ეს არის ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაცია“, — განაცხადა დოლიძემ.

ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციაში იმყოფება, სადაც პარასკევს ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა გაიმართება. მანამდე მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" კონსტიტუციაში მიღებული ცვლილებების თაობაზე ორგანიზაციის პოზიტიურ დასკვნას ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0