08:41 24 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
საგარეო საქმეტა სამინისტრო

მასმედია: საქართველომ სომხეთის ახალ ელჩს აკრედიტაცია არ მისცა

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (280)
74 0 0

საქართველოს საგარეო უწყებამ აღნიშნული თემით სპეკულაციას უადგილო უწოდა

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში სომხეთის ელჩ სერგეი მინასიანს აკრედიტაცია არ მისცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამინისტროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ.

„როდესაც ელჩის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, იგი ყოველთვის საჯაროა. ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით არის უადგილო",- განაცხადა უწყების პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

პოლიტოლოგი სერგეი მინასიანი კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა.

საქართველოში სომხეთის ბოლო ელჩი იური ვარდანიანი იყო, რომელიც თანამდებობაზე 2014 წლის აგვისტოში დაინიშნა.

ქართულ-სომხური დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივნისიდან იღებს სათავეს.

„საქსტატის" მონაცემებით, სომხეთი საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (280)

მთავარი თემები