საქართველოს პრეზიდენტი „ქართულ ოცნებასთან" კონსტიტუციის პროექტს განიხილავს

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტთან შეხვედრას საზღვარგარეთ გამგზავრების გამო ვერ დაესწრება

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოთხშაბათს, 16:00 საათზე კონსტიტუციაში შესწორებების განსახილველად მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებს შეხვდება, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

პარლამენტმა შესწორებები კონსტიტუციაში გასულ კვირაში დაამტკიცა. მისი ამოქმედებისთვის პრეზიდენტმა 10 დღის ვადაში დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს, ან ვეტო დაადოს. პარლამენტის უმრავლესობასა და მარგველაშვილს შორის დაძაბული ურთიერთობაა, რომელიც პერიოდულად მწვავდება. შესწორებების პროექტი კონფლიქტის ახალი საბაბი გახდა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
კონსტიტუციის მეხუთე მოდელი და ყველაზე სწრაფი კანონმდებელი ერი მსოფლიოში

„თითქმის კვირაზე მეტია საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის ასეთი შეხვედრისთვის და ყოველთვის ღია არის პრეზიდენტი უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხებზე საკომუნიკაციოდ, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და მათ შორის, ცხადია „ქართულ ოცნებასთან". სწორედ ამ სპეკულაციების დასასრულებლად მინდა, ძალიან ღიად განვაცხადო და ღიად მოვიწვიო „ქართული ოცნების" და უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრაზე. პრეზიდენტი მზადაა მათ ხვალ, ოთხშაბათს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდეს", — განაცხადა აბაშიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა შეხვედრისთვის, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გარეშე.

„პრეზიდენტმა შეხვედრა ისეთ დროს დანიშნა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისში არ იქნება. ის ამაღამ ვენეციის კომისიის სხდომაზე უნდა გაემგზავროს. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვმსჯელობთ როგორი ფორმატით შევთავაზოთ პრეზიდენტს შეხვედრა, რომელიც ჩვენი აზრით, საჭირო და აუცილებელია", — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრამდე პრეზიდენტი მარგველაშვილი უკვე შეხვდა 20 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და კონსტიტუციაში შესწორებების შესახებ მათი მოთხოვნები მოისმინა.

ქართლის დედა - Sputnik საქართველო
საქართველოს კონსტიტუცია: ძირითადი ცვლილებები

ოპოზიცია ისევე, როგორც პრეზიდენტი, მიღებული შესწორებების წინააღმდეგია და მოითხოვს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის დაბრუნებასა და საპარლამენტო არჩევნების შერეულიდან პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას. ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა ასევე საარჩევნო ბლოკების აკრძალვისა და პარლამენტში გაუნაწილებელი ადგილების გადანაწილებისას გამარჯვებული პარტიის პრიორიტეტის, ე. წ. ბონუსების სისტემის გაუქმება.

ირაკლი კობახიძემ უფრო ადრე აღნიშნა, რომ უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოზე თანახმაა და მზადაა, გაითვალისწინოს პრეზიდენტის შენიშვნები მხოლოდ ორ მოთხოვნასთან დაკავშირებით — საარჩევნო ბლოკებისა და „ბონუსების სისტემის" აკრძალვა.

კონსტიტუციაში შესწორებების პროექტი მოქმედი კონსტიტუციის განახლებულ ვარიანტს წარმოადგენს რიგი არსებითი ცვლილებებით. ქვეყანა მართვის ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადადის, რაც პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის გაუქმებასა და მისი უფლებამოსილების შემცირებას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0