ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას

© photo : OSCE/Mikhail Evstafievდროშები ეუთოს ლოგოტიპით
დროშები ეუთოს ლოგოტიპით - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციების წევრებთან ორმხრივ შეხვედრებს გეგმავს.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-16 საშემოდგომო სესიაში, რომელიც 3-5 ოქტომბერს ანდორას დედაქალაქ ანდორა ლა ველაში გაიმართება, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.

საშემოდგომო სესიის მთავარ თემაა უსაფრთხოება ეუთოს სივრცეში: ახალი გამოწვევები, ახალი ამოცანები". მის ფარგლებში ეუთოს წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები ხმელთაშუა ზღვის ფორუმზე, საკომიტეტო სხდომაზე და საპარლამენტო კონფერენციაზე იმსჯელებენ.

საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმის მუშაობაში საქართველოს პარლამენტიდან სოფიო ქაცარავა და საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი წერეთელი მიიღებენ, აღნიშნულია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

კრისტიან ვიგენინი - Sputnik საქართველო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელს რეფორმებისა და დევნილების შესახებ უამბეს

სოფიო ქაცარავა სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციების წევრებთან ორმხრივ შეხვედრებს გეგმავს, რომლებზეც განიხილავს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ეუთოს როლის გაძლიერების საკითხებს.

ასევე, ქაცარავა, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მეორე კომიტეტის — ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის მომხსენებელი, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართველი დეპუტატის ინიციატივით, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებების სამდივნოსთან ერთად გაიმართება პარალელური ღონისძიება: "ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და უსაფრთხოების საკითხები საქართველოში".

საქართველო ეუთოს წევრი 25 წლის წინ, 1992 წლის 24 მარტს გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0