ქართველი დეპუტატები კვლავ მოსკოვში გაემგზავრნენ

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის სათათბიროს შენობა
რუსეთის სათათბიროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატები რუს კოლეგებთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხების განხილვას აპირებენ

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ოპოზიციური პარტიიდან "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე უკვე მეორედ გაემგზავრნენ მოსკოვში, სადაც თავის რუს კოლეგებთან შეხვედრებს გამართავენ.

ქართველი დეპუტატები მოსკოვში ივლისის შუა რიცხვებში იმყოფებოდნენ, შეხვდნენ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებს და საპარლამენტთაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატები რუსეთში საკუთარი ინიციატივით გაემგზავრნენ.

ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის ბრიფინგი - Sputnik საქართველო
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა

"ჩვენ მოსკოვში მივდივართ უკვე მეორედ. დელეგაციის შემადგენლობა ისეთივეა, როგორც პირველად. საუბრის მთავარი თემა ჩვენთვის ყოველთვის, სადაც არ უნდა წავიდეთ, მით უფრო მოსკოვში, ჩვენი ტერიტორიებია — ჩვენი სოხუმი და ჩვენი ცხინვალი", — განუცხადა ჟურნალისტებს მარშანიამ.

მან ასევე განაცხადა, რომ ვიზიტი მოსკოვში რამდენიმე დღე გაგრძელდება. "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები საქართველოში, სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაბრუნდებიან.

ივლისში ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ მოილაპარაკეს.

რუსმა და ქართველმა დეპუტატებმა შეხვედრის დროს ისაუბრეს მრავალ თემაზე და მათ შორის, სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე. საპარლამენტო ჯგუფის შექმნაზე კომენტარისას, რუსეთის სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარემ დსთ-ის საკითხებზე სერგეი კალაშნიკოვმა დააზუსტა, რომ საქართველოს პარლამენტი ერთობლივი მუშაობისთვის ჯერ მზად არ არის.

გიორგი ლომიამ აღნიშნა, რომ ის და მისი კოლეგები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს ჯგუფი საქართველოს პარლამენტმა აღიაროს.

ფრაქცია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე რუსეთის სახწელმწიფო დუმის დეპუტატებთან შეხვედრის შეჯამებაზე ისაუბრეს - Sputnik საქართველო
ეს დასაწყისია: "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთის დუმის დეპუტატებთან შეხვედრებს განაგრძობს

გარდა ამისა, გიორგი ლომია გამოვიდა წინადადებით, ჩატარდეს სამმხრივი შეხვედრები — "რუსეთი–ნატო–საქართველო". ამ მოლაპარაკებებს კალაშნიკოვმა მხარი დაუჭირა.

ოპოზიციური პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოხვდა. პარლამენტში პარტიას ექვსი დეპუტატი წარმოადგენს, რომლებმაც ლომიას ხელმძღვანელობით ჩამოაყალიბეს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები". პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერია.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიების და ასევე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში არის შენარჩუნებული.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. ამჟამად ეს საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

 

ყველა ახალი ამბავი
0