პარლამენტი წინასაარჩევნო რეჟიმზე გადავიდა

© Sputnik / Alexander Imedashviliმეცხრე მოწვევის პარლამენტი
მეცხრე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგლამენტის შესაბამისად, არჩევნების წელს პარლამენტში პლენარული სხდომები არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში არ იმართება

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი მუშაობის წინასაარჩევნო რეჟიმზე გადადის, განაცხადა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ, 20 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე.

საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პლენარული სხდომები, როგორც წესი, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში არ იმართება.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკომ არჩევნებისთვის პირველი ბლოკები დაარეგისტრირა

„რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი საარჩევნო რეჟიმზე გადადის. საჭიროების შემთხვევაში მოწვეული იქნება მორიგი ან რიგგარეშე საპარლამენტო სხდომები", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომას საკუთარი ინიციატივით ან საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობის ¼-ის მოთხოვნით იწვევს.

არჩევნები საქართველოს 64 ქალაქსა და რაიონში ჩატარდება. მოსახლეობამ 64 საკრებულოს 2 ათას 58 დეპუტატი და ასევე 64 ქალაქისა და რაიონის მერი უნდა აირჩიოს.

არჩევნებში 24 პარტია და 5 ბლოკი მონაწილეობს, რომლებმაც ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარეს. გარდა ამისა, სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში არჩევნებში მონაწილეობას 15 დამოუკიდებელი კანდიდატი გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0