ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციამ მთავრობას რეკომენდაციები მისცა

© FB / Parliament of Georgiaთამარ ხულორდავა და საჯად კარიმი
თამარ ხულორდავა და საჯად კარიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასოციაცია წელიწადში ორჯერ იკრიბება და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საპარლამენტო ზედამხედველობას ახორციელებს

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თბილისში გამართული სხდომის შედეგების მიხედვით, საქართველოს მთავრობას რეკომენდაციები გადაეცა, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოში 19-20 სექტემბერს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა გაიმართა.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა - Sputnik საქართველო
ევროპარლამენტარები საქართველოს რეფორმებს ეცნობიან

ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, ევროკავშირის თითოეულმა პარტნიორმა, მათ შორის საქართველომ, არსებული მოთხოვნების, რეფორმების ტემპებისა და ხარისხის შესაბამისად უნდა აღრმავებდეს თანამშრომლობას ევროკავშირთან. საქართველოს საპარლამენტო კომიტეტმა განახორციელოს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მონიტორინგი და საქართველო-ევროკავშირის მომავალი დაახლოების პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

სხდომის შედეგების მიხედვით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ მომავალშიც უნდა გააგრძელოს იუსტიციისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროსი რეფორმების გატარება და ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო განხილვები უზრუნველყოს.

ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას ასევე მოუწოდებენ, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩაატაროს. არჩევნების ყველა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი საარჩევნო პროცესი და თავი შეიკავოს ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის ნებისმიერი სახის გამოვლინებისან.

ევროკავშირისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივების აღიარებას ითხოვს

მედიის თავისუფლება და საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფელება იმ ძირითად უფლებებს წარმოადგენს, რომელის დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა იყოს დაცული, ნათქვამია რეკომენდაციებში.

საქართველოს სამთავრობო ორგანოებმა უნდა გააძლიერონ სამართალდამცავი და დაცვის სამსახურების დემოკრატიული კონტროლი, რადგან ამ ფუნქციების შესრულება ხელს უწყობს პარტიათაშორისი კონსტრუქტიული დილოგისა და საპარლამენტო სტრუქტურებში კოორდინაციის კარგი მექანიზმების განვითარებას.

საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ.

თბილისში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ახორციელებს ასოცირების ხელშეკრულების საპარლამენტო ზედამხედველობას, რომლის ძირითად ნაწილს წარმოადგენს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმება.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მომდევნო სხდომა ბრიუსელში, 2018 წლის 22 მარტს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0