21:34 19 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ აქცია

„პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატებმა მოსკოვში ახალი ვიზიტი დააანონსეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
84 0 0

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთის გარეშე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ გადაწყდება

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები მოსკოვში ოქტომბრის დასაწყისში გაემგზავრებიან, ამის შესახებ პარტიის წევრმა ადა მარშანიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომელსაც „ალიანსი" თბილისის ცენტრში მართავდა.

ივლისის შუა რიცხვებში „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები გიორგი ლომია, ნატო ჩხეიძე და ადა მარშანია მოსკოვში რუს დეპუტატებს შეხვდნენ და მათთან საპარლამენტთაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ოპოზიციონერები, რომელთაც 150-კაციან პარლამენტში 6 ადგილი აქვთ, მოსკოვში საკუთარი ინიციატივით გაემგზავრნენ.

„ოქტომბრის დასაწყისში ისევ მივემგზავრებით მოსკოვში მოლაპარაკებებზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებების გარეშე აფხაზებთან, ოსებთან და რუსებთან, ჩვენ ქვეყანას ვერ გავამთლიანებთ", — განაცხადა მარშანიამ.

რაც შეეხება საპროტესტო აქციას, „პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებას მოთხოვნების სამი ბლოკი წარუდგინა: საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარება; „საქართველო-ნატო-რუსეთის" კომისისიის შექმნა და მოსკოვსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგის დაწყება; სოციალური საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც იპოთეკარებსა და სოციალურად დაუცველ პირებს ეხება.

პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის" 17 მომხრე თბილისში პარლამენტის შენობის წინ შიმშილობის დაწყებას აპირებს.

Акция Альянса патриотов Грузии у здания парламента
© Sputnik / Alexander Imedashvili
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ აქცია პარლამენტის შენობის წინ

ბათუმში აქცია 24 სექტემბერს იგეგმება. 8 ოქტომბრიდან "პატრიოტთა ალიანსი" ისევ თბილისს დაუბრუნდება — აქცია თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

„პატრიოტთა ალიანსს" არაერთხელ გამოუცხადებია, რომ სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიოლოგის მომხრეა. პარტიის დეპუტატები დაჟინებით აცხადებენ, რომ ამ საკითხში რუსეთის ხელისუფლება მზად არის დახმარებისთვის.

რაც შეეხება კონსტიტუციას, ოპოზიციონერები მოითხოვენ მასში განისაზღვროს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გაყიდვა ან იჯარით გადაცემა დაუშვებელია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა — საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. ოპოზიციონერები ასევე საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემის გაუქმებას მოითხოვენ.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს.

რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი ჟენევის დისკუსიების და ასევე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ხორციელდება.

მთავარი თემები