გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა

© FB / Giorgi Kvirikashviliპრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა შაბათს ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიამრთა. ის შეეხო სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს, ამ რეგიონში მიმდინარე პროექტებს და იმ სიახლეებს, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს.

კვირიკაშვილის თქმით, ზუგდიდში გამგეობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები აქვთ, თანამედროვე სახლებს უშენებს. ახალი სახლები უკვე გადაეცა 41 ოჯახს, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 27 ოჯახს გადაეცემა, აცხადებს პრემიერი.

გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის მერების კანდიდატები წარადგინა - Sputnik საქართველო
"ქართულმა ოცნებამ " რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მერობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერმა შეკრებილ მოსახლეობას მოუწოდა, არჩევნებზე ნდობა "ქართული ოცნების" კანდიდატებს გამოუცხადოს.

"ჩვენ სწორედ ამისათვის გვჭირდება ადგილობრივი თვითმმართველობების კიდევ უფრო გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, რომ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, თქვენ კიდევ ერთხელ გამოუცხადებთ ნდობას "ქართულ ოცნებას" და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მერობის შემდეგი კანდიდატები დაასახელა:

ზუგდიდი — ლაშა გოგია;

მესტია — კაპიტონ ჟორჟოლიანი;

ფოთი — გოჩა კურდღელია;

აბაშა — ლევან მაკალათია;

სენაკი — ლევან კუპრეიშვილი;

მარტვილი — ალექსანდრე გრიგალავა;

ხობი — გოჩა ქაჯაია;

წალენჯიხა — ბესიკ ფარცვანია;

ჩხოროწყუ — დავით გოგუა.

გიორგი კირიკაშვილმა საკრებულოს დეპუტატები წარადგინა - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ" თბილისის საკრებულოს კანდიდატები წარადგინა

"ეს ადამიანები მზად არიან 24 საათის განმავლობაში იზრუნონ თითოეული თქვენგანის კეთილდღეობისათვის. მზად არიან იმისათვის, რომ ეს ულამაზესი რეგიონი გახდეს კიდევ უფრო ლამაზი და გაბრწყინებული, თითოეულ ოჯახში, თითოეულ ადამიანთან მივიდეს კეთილდღეობა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მოსახლეობა საკრებულოს დეპუტატების გარდა, რაიონებისა და ქალაქების მერებს აირჩევს, 21 ოქტომბერს გაიმართება.

მანამდე გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეა, მერობის კანდიდატები წარადგინა თბილისში, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და იმერეთში.

 

ყველა ახალი ამბავი
0