14:57 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსმა" საქართველოში საპროტესტო აქციები დააანონსა

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
37 0 0

„პატრიოტთა ალიანსი" მოითხოვს საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებას, "საქართველო-ნატო-რუსეთის" კომისიის შექმნას და გაჭირვებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნების წინ, 17 სექტემბრიდან თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები დააანონსა.

„პატრიოტთა ალიანსმა" მოთხოვნების სამი ბლოკი წარადგინა: საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარება; „საქართველო-ნატო-რუსეთის" კომისისიის შექმნა და მოსკოვსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგის დაწყება; სოციალური საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც იპოთეკარებსა და სოციალურად დაუცველ პირებს ეხება.

„17 სექტემბერს დაგეგმილი აქცია არ დასრულდება საპროტესტო მსვლელობით და შიმშილობის აქტით. უკვე მზად არის 17 მოშიმშილე, რომელიც 17 სექტემბრიდან დაიწყებს შიმშილობას. გაგრძელდება აქცია 1 ოქტომბერს ისევ რესპუბლიკის მოედანზე", — განაცხადა ინაშვილმა, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატია.

ბათუმში აქცია 24 სექტემბერს იგეგმება. 8 ოქტომბრიდან „პატრიოტთა ალიანსი" ისევ თბილისს დაუბრუნდება — აქცია თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

„მთელი ამ პერიოდის მანძილზე მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება", — აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსს" არაერთხელ გამოუცხადებია, რომ სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიოლოგის მომხრეა. პარტიის დეპუტატები დაჟინებით აცხადებენ, რომ ამ საკითხში რუსეთის ხელისუფლება მზად არის დახმარებისთვის.

ივლისის შუა რიცხვებში ოპოზიციონერი დეპუტატები გიორგი ლომია, ნატო ჩხეიძე და ადა მარშანია მოსკოვში რუს დეპუტატებს შეხვდნენ და მათთან საპარლამენტთაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ოპოზიციონერები, რომელთაც 150-კაციან პარლამენტში 6 ადგილი აქვთ, მოსკოვში საკუთარი ინიციატივით გაემგზავრნენ.

რაც შეეხება კონსტიტუციას, ოპოზიციონერები მოითხოვენ მასში განისაზღვროს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გაყიდვა ან იჯარით გადაცემა დაუშვებელია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა — საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. "ალიანსი" ასევე საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემის გაუქმებას მოითხოვს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლებზეც მოსახლეობა საკრებულოს დეპუტატების გარდა, რაიონებისა და ქალაქების მერებს აირჩევს, 21 ოქტომბერს გაიმართება.

არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 24 პარტია და 5 ბლოკი, რომლებმაც ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარეს.

ასევე სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში არჩევნებში მონაწილეობას 15 დამოუკიდებელი კანდიდატი მიიღებს.

მთავარი თემები