ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ „ქართული ოცნება" დატოვა

გამოწერა
,,ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქალაქის მერი ირაკლი კაკულია მაია ჩხარტიშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ჩხარტიშვილი მმართველი პარტიის წევრი არ არის

თბილისი, 15 სექტემბერი– Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაია ჩხარტიშვილმა პარტიის რიგები დატოვა.

,,ეს ჩემი და ქალაქის კეთილდღეობაზე ორიენტირებული გუნდი არ არის. თუ ეს არის,,ქართული ოცნება“, მე, რა თქმა უნდა, ამ გუნდის წინააღმდეგ წავალ, რადგან ჩემი მიზანია ვემსახურო ქალაქს და ჩემს თანამოქალაქეებს “, — აღნიშნა მაია ჩხარტიშვილმა „Sputnik- საქართველოს“ კორესპონდენტთან.

ჩხარტიშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ფოთის მერთან, ირაკლი კაკულიასთან ინტერესების შეუთავსებლობა გახდა, რომელიც ქალაქში დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების განვითარებას აბრკოლებს.

,,ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქალაქის მერი ირაკლი კაკულია მაია ჩხარტიშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ჩხარტიშვილი მმართველი პარტიის წევრი არც არის და მისთვის გაუგებარია, თუ როგორ ტოვებს პარტიას.

ყველა ახალი ამბავი
0